რუსთავში სანიაღვრე ჭის ხუფების ქურდობისთვის პოლიციამ ორი პირი დააკავა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeკრიმინალური პოლიცია რუსთავში
კრიმინალური პოლიცია რუსთავში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავა, როდესაც ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რუსთავში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი არიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ ქუჩაზე, სანიაღვრე ჭის ხუფებს უკანონოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც  ნაქურდალ ხუფებთან ერთად, ავტომანქანით მიმალვას ცდილობდნენ.

პოლიციამ ბრალდებულების მიერ უკანონოდ დაუფლებული სანიაღვრე ჭის ორი ხუფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს >>

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0