აჭარაში გამოძალვის ბრალდებით უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

გამოწერა
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყება საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს.

თბილისი, 23 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა გამოძალვის ფაქტზე მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყება საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0