თბილისის საქალაქო სასამართლო

ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან: 14 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

90
(განახლებულია 21:49 22.05.2020)
დაკავებულებს, რომელთაგან ოთხი წარსულში ნასამართლევია, სამიდან  13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

თბილისი, 22 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამართალდამცველებმა საქართველოს სამ რაიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი 20 მაისს დააკავეს. საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულია, რომელიც უცხოეთში იმყოფება.

ქურდული გარჩევები და ფული „ქურდული ობშიაკისთვის“: საქართველოში 13 პირი დააკავეს>>

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას. მოსამართლემ ბრალდების პოზიცია გაიზიარა, რომ არსებობს ფორმალური საფრთხეები, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

„სასამართლომ  გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დღეისათვის მოპოვებულია და სასამართლოში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, ქურდული სამყაროს წევრისათვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერა“, – განაცხადა პროკურორმა ირინა ჩოჩიამ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის ნიკა სადრაძის განცხადებით კი, საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალს.

„ადამიანის დასჯა იმ იდეისთვის, რომელსაც არანაირი დეფინიცია არ გააჩნია, არც სართლებრივი და არც არასამართლებრივი, არის ყოვლად დაუშვებელი. საქმეში არ არის არც არაპირდაპირი მტკიცებულება, არც პირდაპირი მტკიცებულება. რა ინფორმაციაც არის, ეს არის აბსტრაქტული ინფორმაცია“, – განაცხადა სადრაძემ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მუხლებით – „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „ძალადობა“.

დაკავებულებს, რომელთაგან ოთხი წარსულში ნასამართლევია, სამიდან  13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

90
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1434)
საბერძნეთის პოლიცია

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის იზოლატორში თავი მოიკლა

102
(განახლებულია 16:08 29.05.2020)
ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში 46 წლის ქართველი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრეფიკინგში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, იუწყება ქართული მასმედია ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

102
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1434)
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

175
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

175
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1434)
ქართული მარში

„ქართული მარში“ პარტია გახდება - ქვეყნის სათავეში მოსვლა ულტრანაციონალისტებს სურთ

0
სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარტიის მიზანი „თავისუფალი, ნაციონალური სახელმწიფოს აშენება“ იქნება

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკური პარტია გახდება და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოძრაობის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ.

თითქმის სამი წლის წინ დაფუძნებული მოძრაობა „ქართული მარში“ აერთიანებს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას. მან სახელი გაითქვა ტრადიციული ფასეულობების დასაცავად გამართული ხმაურიანი აქციებით.

 „ჩვენ გვინდა საქართველოში „კონსერვატორული რევოლუციის“ მოწყობა. რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც არასდროს გაიმართება „გეი“ აღლუმები. პანდემიის დროს მხოლოდ საქართველოში წავიდა ხალხი ეკლესიაში, როდესაც ჩვენ აღდგომას აღვნიშნავდით. ამით მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ საქართველო სხვა ფასეულობებზე დგას და მართლმადიდებლობა - ის ფუნდამენტია, რომელზეც არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს. ეს საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან თანაარსებობის პროცესში“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოს“.

პოლიტიკური პარტიის სახით მოძრაობა ივნისში დარეგისტრირდება და ყრილობასაც გამართავს.

„ყრილობაზე ვისაუბრებთ პარტიაზეც, მის ხელმძღვანელობაზეც და ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ გრანდიოზულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს. და პირობას ვდებთ, რომ არჩევნებამდე მასშტაბურ ქართულ მარშს მოვაწყობთ, ორჯერ-სამჯერ დიდს, ვიდრე 2017 წელს. საქართველოს ყველა კონსერვატორულ ძალას, რომელიც პატივს  სცემს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას - მოვუწოდებთ, გაერთიანდეს და იბრძოლოს ყველა იმ ბნელი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ფასეულობების დანგრევა სურს“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მოძრაობის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებითი ზომა იყო. პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - თავისუფალი, ეროვნული სახელმწიფოს შენება იქნება.

ახლა ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებაში ცნობილ პირებთანპირებთან. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი თქმით, კონსერვატორულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას უჭერს მხარს.

ეს ბრეგაძის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

 „ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა.

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყტიტეს. . მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

 

 

0