საპატრულო პოლიცია

გურიაში ბანკის თანამშრომელი შურისძიების მოტივით მოკლეს

202
(განახლებულია 11:21 22.05.2020)
26 წლის ავთო კალანდაძე სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლეს. ცნობილია, რომ ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სავარაუდო დამნაშავემ დაურეკა მოკლულის დეიდას და უთხრა, რომ „შური იძია“, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი ვალი იყო.

26 წლის ავთო კალანდაძე სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლეს. ცნობილია, რომ ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა. თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო უკვე თვენახევარი მშობლიურ სოფელში იმყოფებოდა.

მოკლულის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ ავთო იყო ძალიან განათლებული და წესიერი ახალგაზრდა.

„უგანათლებულესი, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კავკასიის უნივერსიტეტი დაამთავრა. მუშაობდა, არ ეწეოდა, არ სვამდა, ცუდი არაფერს არ აკეთებდა“, - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მედიის მონაცემებით, საუბარია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრზე, რომელიც ოჯახის ახლობელი და მოკლულის დის ნათლიაა. საქმე ოჯახებს შორის გარკვეულ ფინანსურ დავას უკავშირდებოდა. ასევე, მკვლელობიდან მალევე, დამნაშავე ავთო კალანდაძის ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა და განუცხადა, რომ საბოლოოდ იძია მათზე შური.

შსს-ს მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

202
თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

144
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

144
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

72
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში
რუსეთის სამხედრო პოლიცია სირიაში

მოსაზრება: რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზების გაფართოება სირიაში

0
(განახლებულია 12:48 02.06.2020)
სირიაში სამხედრო ბაზების გაზრდით რუსეთი საკუთარ საერთაშორისო პოზიციებს იმყარებს და ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთზე კონსტრუქციულ გავლენას იფართოვებს  

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 მაისს რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაავალა, მოელაპარაკონ სირიის წარმომადგენლებს რუსული ბაზებისთვის დამატებითი უძრავი ქონებისა და აკვატორიების გადაცემის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემდეგ უწყებებმა სირიის მხარესთან ხელი უნდა მოაწერონ მას რუსეთის ფედერაციის სახელით.  ეს არის არა იმპულსური გადაწყვეტილება, არამედ გამოცდილი სტრატეგიისა და ტაქტიკის განვითარების გაგრძელება – ვითარებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. 

პასუხობს რა დროის გამოწვევებს, რუსეთს აუცილებლად ესაჭიროება სამხედრო–პოლიტიკური გავლენის გაძლიერება ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში და ასევე სამხედრო კონტინგენტის ათობით წლის განმავლობაში შენარჩუნება სირიაში. უპირველესად, საერთაშორისო სტაბილურობის მხარდასაჭერად. დღეს, ირანის ჯარების უდიდესი ნაწილის გაყვანისა და ლიბანური ჰესბოლას შინ დაბრუნების შემდეგ, რუსული დაჯგუფება ერთადერთ უცხურ ძალად რჩება, რომელიც წარმატებით და ლეგიტიმურად ებრძ ვის სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებს. ტაქტიკური კუთხით, რუსული სამხედრო ობიექტების ტერიტორიული გაფართოება აუცილებელია უსაფრთხოების პერიმეტრის საიმედო დაცვისთვის ტარტუსში, ჰმეიმსა და შესაძლოა სხვა წერტილებშიც.

სირიაში ორი მსხვილი რუსული სამხედრო  ობიექტი მოქმედებს — ჰმეიმის ავიაბაზა და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი ტარტუსში. შეგახსენებთ: დამასკის ოფიციალური თხოვნით, 2015 წლის სექტემბერში ჰმეიმში შეიქმნა რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების საავიაციო ჯგუფი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. მოგვიანებით, 2017 წელს მოსკოვმა და დამასკმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ტარტუსში 11 რუსულ ხომალდ შეეძლო ბაზირება. გარდა ამისა, მოიაზრება პორტის ხომალდსარემონტო შესაძლებლობების გაფართოებაც.

რეგიონული სტაბილურობა

თქმა არ უნდა, სირია იწონებს რუსეთის სამხედრო გაფართოებას საკუთარ ტერიტორიაზე — ხმელეთსა და ზღვაზე. თანაც იმდენად ღიად და მტკიცედ, რომ დასავლეთის ცალკეული მცდელობები, გაუფუჭოს რუსეთს რეპუტაცია დეზინფორმაციით, თითქოს დამასკსა და მოსკოვს შორის რაღაც განხეთქილება არსებობს სამხედრო და სახმედრო–ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, აშკარად საცოდავად გამოიყურება. 

რუსეთისა და სირიის ურთიერთქმედება — ეს არის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ ცხოვრების ყველა სფეროში. ეს კარგად ესმით რეგიონულ მოთამაშეებს. მეორე მხრივ, ხმელთაშუა ზღვისპირეთში აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების მე–6 ფლოტის ყოფნა და სირიის ნავთობმომპოვებელი ზოგი რაიონის ოკუპაცია (გაეროსა და არაბული რესპუბლიკის რაიმე სანქციის გარეშე) ,  არის მრავალწლიანი სამხედრო–პოლიტიკური ტურბულენტობისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის წყარო. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერეალურმა შტაბმა 1 ივნისს აშშ–ის საჰააერო დაზვერვას რუსული სამხედრო ობიექტების სიახლოვეს აგრესიული და რუსეთთან მოლაპარაკებების საწინააღმდეგო უწოდა. და მაინც, ამერიკელებსა და სხვა „პარტნიორებს“ რაღაც დროის წინ გაუჩნდათ დაუსჯელობის შეგრძნება ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში — იშვითად თუ ჩაივლის კვირა ისე, რომ რუსულმა გამანადგურებლებმა აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების მე–6 ფლოტის მზვერავი თვითმფრინავები არ ჩაიჭირონ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მაისში ასეთი 17 ეპიზოდი მოხდა. ყველა შემთხვევაში რუსული ავიაციის გაფრენები საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ საერთაშორისო წესების შესაბამისად ხორციელდება — გამანადგურებელ Су-35–ს მანევრები მხოლოდ მიანიშნებენ ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავებს, საით არ უნდა გაფრინდნენ.

მსოფლიოში ფართოდ გახმაურდა ეპიზოდი, როდესაც ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტებით შეტევა სცადა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო, ვინაიდან რუსულმა სუბმარინებმა აიძულეს მას მანევრირება, ბოლოს კი საერთოდაც აიძულეს, გასულიყო პოზიციური რაიონიდან. 

შეეხო რა სირიის პრობლემატიკას, აშშ–ის სპეცწარმომადგენელმა სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრიმ ამ დღეებში განაცხადა: „ჩემი ამოცანაა, ვაქციო ის ჭაობად რუსეთისთვის“.

რუსეთის მრავალმხრივი მონაწილეობით სირიის დარეგულირების ოთხწლიანი პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით,  „დაჭაობების“ ამოცანა ნამდვილად ვერ შესრულდება ხილულ პერსპექტივაში. მოსკოვის სამომა ვლო გეგმე ბი უკიდურესად ნათელია. პრეზიდენტმა პუტინმა მანამდე განაცხადა:

„ჩვენ იქ ვართ იმისთვის, რომ და ვიცვათ საკუთარი ინტერესები ამ რეგიონში. სამხედროები იქ დარჩებიან მანამ, სანამ ეს ჩვენს ინტერესებში იქნება“.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს 50 წელში რუსული ჯარების გამოყვანა არ იგეგმება, ხოლო სირიის საოპერაციო სივრცის გაფართოება რუსეთს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად ირეაგიროს რეგიონში ვითარების ცვლილებაზე.

ახალი იარაღი

რა თქმა უნდა, სირია რუსული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონი არ არის, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სწორედ სირიული ოპერაციების დროს მოხერხდა მოწინავე ნიმუშების გამოცდა.

სირიის სამხედრო მოქმედებების თეატრში პირველად გამოიყენეს რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, წყალზედა ხომალდები და სუბმარინები. 

რუსეთის შორეულმა ავიაციამ ასევე პირველად გამოიყენა ტერორისტების წინააღმდეგ უახლესი ზეზუსტი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები Х-101, რომელთა ფრენის სიშორე 5000 კილომეტრია. სამხედრო ძლიერების ეს დემონსტრაცია არის მკაფიო სიგნალი არაკეთილისმსურველებისთვის.

სირიის არაბულ რესპუბლიკაში დამტკიცდა ბომდამშენ Су-34–ის მაღალი ეფექტურობა. წარმატებით გაიარეს გამოცდა საბრძოლო პირობებში მეხუტე თაობის მძემე მრავალსამიზნიანმა გამანადგურებელმა Су-57–მა, უახლესმა ტანკმა Т-14 „არმატამ“, რადიო–ელექტრონული ბრძოლის სისტემებმა და კიდევ ბევრმა სხვამ.

უახლესი რუსული შეიარაღები სირიაში პრაქტიკული გამოყენება კანონზომიერად იწვევს პოტენციური უცხოელი მყიდველების ინტერესს: სულ უფრო იზრდება რიგი  ბომბდამშენ Су-34–ის შეძენაზე. ეგვიპტესთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან  მოლაპარაკებების შემდეგ, მოსკოვმა წინასწარი განაცხადები მიიღო Т-14 „არმატას“ შესყიდვაზე. შესაძლოა სირიის ოპერაცია საბოლო ჯამში არა მარტო ურთიერთსასარგებლო გამოდგეს მოსკოვისა და დამასკისთვის, არამედ მოგებიანიც.

და კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი რუსეთისთვის: საბრძოლო მოქმედებებში რუსულმა ჯარებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს, რასაც ისინი ვერანაირი სწავლების დროს ვერ მიიღებდნენ.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0