პოლიციის ლენტი

ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

113
ადგილობრივი დეპუტატის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან წესიერი ადამიანი იყო და კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. გურიაში მკვლელობა მოხდა, ეს ინფორმაცია დეპუტატმა ლაშა თოლორდავამ გაავრცელა.

ინციდენტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მოხდა. ბოროტმოქმედის მსხვერპლი სოფლის ახალგაზრდა მცხოვრები გახდა.

„26 წლის იყო, უწესიერესი ბიჭი, ამის ნაწყენი არავინ იყო“, - ციტირებს თოლორდავას ადგილობრივი გამოცემა „გურია ნიუსი“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდის მშობლები უცხოეთში იმყოფებიან.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს მკვლელობის დეტალების დადგენა.

113
თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

137
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

137
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

70
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

70
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პროტესტი ნიუ-იორკში

ვანდალიზმი გრძელდება - ფლოიდის ძმებმა ამერიკელებს მიმართეს

0
(განახლებულია 11:20 02.06.2020)
ამერიკელი დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვდასახვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მინეაპოლისში დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ძმებმა, რომელიც პოლიციას შემოაკვდა დაკავებისას, საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიმართეს.

ძმებმა მოუწოდეს ამერიკელებს, იმოქმედონ მშვიდობიანად და თავი გაანებონ ნგრევასა და ძარცვას.

​„მივმართავ მათ, ვინც არეულობას აწყობს: რას აკეთებთ?! ეს ვერანაირად ვერ დამიბრუნებს ძმას“, — განაცხადა ერთ–ერთმა ძმამ ტერენს ფლოიდმა.

დაღუპულის მეორე ძმამ, როდნი პეგუმ, ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა დემონსტრანტებს. 

„მე  ვითხოვ მშვიდობას ისევე, როგორც ჩემი ძმა მოითხოვდა, ამ სიტუაციას რომ ხედავდეს, აქ რომ იყოს. მშვიდობა და მშვიდობიანი პროტესტები — ეს საუკეთესო ვარიანტია, რითაც სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ“, — აღნიშნა მან.

საპროტესტო ტალღა, რომელსაც არეულობა, ვანდალური აქტები და პოლიციელებზე თავდასხმები მოჰყვა, აშშ–ის ათობით ქალაქს მოედო. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ და ამსხვრევენ სხვდასახვა დანიშნულების ობიექტებს, ძარცვავენ მაღაზიებს. არეულობის მიზეზად იქცა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, რომელიც მინეაპოლისში პოლიციას შემოაკვდა დაკავებისას.

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე მოვლენები „საშინაო ტერორიზმად“ შეაფასა და მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით დაიმუქრა, თუ შტატებისა ან ქალაქების ხელისუფლებები უარს იტყვიან მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დამსაცავად საჭირო ქმედებების განხორციელებაზე.   

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს