საქართველოს პროკურატურა

ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

87
(განახლებულია 22:10 19.05.2020)
დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ნ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ბ.ბ.-ს დანით გულ-მკერდისა და ზურგის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ს.ბ.-ს ყელში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის გულ-მკერდის არეში დანით დაზიანების მიყენებას.

„დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო დანაშაულის სისრულეში მოყვანა ბრალდებულმა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.ბ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2019 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით "ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა".

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

87
თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

144
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

144
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

72
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში
აბანოთუბანი

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

0
(განახლებულია 12:45 02.06.2020)
უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად საქართველოს გარდა,  ეთიოპია, ირანი, მიანმარი, ფილიპინები, სლოვენია და ტუნისია დასახელებული.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik.  ჟურნალმა Forbes–მა საქართველო იმ შვიდი ქვეყნის სიაში შეიყვანა,  რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში, შესაძლოა, ძირითად ტურისტულ მიმართულებებად იქცნენ.

სტატიაში Rising Stars in Travel საქართველო  ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასთან და ტუნისთან ერთადაა მოხსენიებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ იმ დროს, როცა ტურიზმის გლობალური ინდუსტრია უპრეცედენტო ვარდნას განიცდის, ბევრი ქვეყანა უცხოელი ტურისტების ნაკადის მისაღებად ემზადება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კი კრიზისი შეიძლება გახდეს საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარი თავის შესახებ განაცხადის გაკეთებისთვის. 

 „საქართველო უკვე იმ გზაზეა, რომ კავკასიის რეგიონში ერთ–ერთი იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა  ქვეყნის დედაქალაქიდან.  თბილისი ეს საუცხოო ქალაქია,  რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ამავე დროს, სტატიის ავტორი უცხოელ ტურისტებს ურჩევს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე დატკბნენ საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით. ასევე დააგემოვნონ ქართული ღვინო, რამდენადაც საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა.

საქართველო ტურიზმისთვის საზღვრებს 1 ივლისიდან გახსნის, თუმცა, იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი სიტყვებით, საქართველო ტურისტებს იმ ქვეყნებიდან ელოდება, რომლებშიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტნაკლებად საქართველოს მსგავსია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სასტუმროებისა და აპარტამენტებისთვის,  რომლებიც ახალ სეზონზე ტურისტებს უმასპინძლებენ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოგზაურთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე დაამტკიცა რეკომენდაციები. მათთვის ასევე იქმნება დასვენების „მწვანე ზონები“.

თუმცა, იმისთვის რომ საქართველოში დაისვენონ, ვიზიტორებმა საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინონ ე.წ. COVID–პასპორტი – ცნობა იმის შესახებ, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხი უარყოფითი იყო.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში