პატრული

ძარცვა გარდაბანში: პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა

84
(განახლებულია 16:35 19.05.2020)
მამაკაცმა სოფელ ყარათაკლიაში მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 ათასი ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ძარცვის ბრალდებით 47 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

მამაკაცი რუსთავში ცხელ კვალზე დააკავეს. მამაკაცს, რომელსაც 100 ათასი ლარის გატაცება ედება ბრალად, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ცნობით, მამაკაცმა სოფელ ყარათაკლიაში მოქალაქეს კუთვნილი ავტომობილიდან 100 ათასი ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

84
თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

137
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

137
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

72
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ტესტი კორონავირუსზე

„საბურთალოს კლასტერი“ შეიძლება გაფართოვდეს

0
(განახლებულია 11:50 02.06.2020)
თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 23 ადამიანი ე.წ საბურთალოს კლასტერში უკვე გამოვლინდა, 20 ადამიანი კარანტინშია განთავსებული, მაგრამ კონტაქტების კვლევა გრძელდება.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik.  ე.წ  საბურთალოს კლასტერთან კონტაქტში მყოფი ოცზე მეტი ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ამ ჯაჭვის კონტაქტების კვლევა გრძელდება. კარანტინში გადაყვანილი პირები იმ კორპუსთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს ამ დღეებში კორონავირუსი დაუდასტურდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მათ სახლში იყო სტუმრად მისული, რამდენიმე ადამიანმა თავად გამოთქვა სურვილი, გადასულიყო საკარანტინო სივრცეში.

ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ეპიდემიოლიგები, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წამრმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ინფიცირების  საბურთალოს ჯაჭვში უკვე შედის 23 ადამიანი. სულ გამოკვლეულია 120–ზე მეტი კონტაქტი. მათი ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ხოლო ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება>>

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის თქმით, ამ დროისთვის სიფრთხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან არის იმის ალბათობა, რომ თბილისში „საბურთალოს კლასტერისმაგვარი“ ინფიცირების ახალი კერები ჩამოყალიბდეს.

„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს. გახსოვდეთ - პირბადე გვიცავს“,– განაცხადა ჩოკოშვილმა PalitraNews–ის ეთერში.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში