გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

უბისა-შორაპანის გზის მშენებლობაზე შუახნის მამაკაცი დაშავდა

107
დაშავებული ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლინიკაში პაციენტს ერთ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ექიმები  იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნებას შეძლებენ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას ბულდოზერის მძღოლი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაშავებული 59 წლის მამაკაცია. მას ჯერ ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, შემდეგ კი ის ზესტაფონში, „ფერომედის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკაში პაციენტს ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ექიმები იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნებას შეძლებენ. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

გზის ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჩაინა როუდ ენდ ბრიჯ კორპორეიშენი“ (China Road and Bridge Corporation) ასრულებს, დაშავებულის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს დამსაქმებელი კომპანია სრულად  დაფარავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  იყო თუ არა ადგილზე დარღვეული უსაფრთხოების ზომები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რიკოთის უღელტეხილზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. გზის მშენებლობა 2023 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

107
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

143
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

143
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

72
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1435)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 4 ივნისს

0
(განახლებულია 11:51 02.06.2020)
სინოპტიკოსები დედაქალაქში ხუთშაბათს 31 გრადუსამდე სიცხეს პროგნოზირებენ, ამ ჯერად წვიმისა და ელჭექის გარეშე

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ხუთშაბათს, 4 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით – 31 გრადუსი.

ქარი ღამით 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი დროგამოშვებით კი 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:31 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში