ციხის საკანი

11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

169
სასამართლოზე დაცვის მხარემ დაკავებული ბესიკ ივანაშვილისთვის  10 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბესიკ ივანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

30 წლის ბიზნესმენი პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის სანაცვლოდ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და ბესო ივანაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს ჩაინიშნა.

არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ  ბრალი ოფიციალურად 17 მაისს წარედგინა. ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან ჩადენილ გარყვნილი ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

169
თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

137
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

137
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

72
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ტესტი

პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

0
(განახლებულია 10:20 02.06.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 634 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 634 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში