საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა

გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 ათასი ლარით.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევის 89 ახალი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაჯარიმება - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი საქართველოში: ერთ კვირაში გამოწერილია 747 ჯარიმა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ათი დღის შემდეგ მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. აიკრძალა სამ კაცზე მეტი პირის შეკრება, სავალდებულო გახდა ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათის დროს სათანადო ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აიკრძალა.

პოლიციამ 17 მაისის 21:00 საათიდან 18 მაისის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან პირველად მოხდა, როდესაც არ დაფიქსირებულა სამზე მეტი პირის შეკრებასა და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევა.

ქვეყანაში 18 მაისიდან გაუქმდა სამზე მეტი პირის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი პირის შეკრების შესახებ.

კვლავაც მოქმედებს ავტომობილში ადამიანთა რაოდენობაზე შეზღუდვა - დაიშვება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის ორი უკანა სავარძელზე, აგრეთვე კომენდანტის საათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმის წესები და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. 

© Sputnik / Konstantin Ivanovდანაშაული საქართველოში
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა - Sputnik საქართველო
დანაშაული საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0