ადიგენგში მამაკაცმა საკუთარი მამა და არასრულწლოვანი შვილი სცემა

© photo: Kakha Kaladze / FBსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა  არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წვერის მიმართ მუქარის ბრალდებით ადიგენში 43 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თავის საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 15 წლის შვილს. გარდა ამისა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 74 წლის მამასაც, რომელსაც ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა და 11 პრიმა-151-ე მუხლებით  მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

საჩხერეში მამაკაცმა 81 წლის მამა მოკლა - დამნაშავე დაკავებულია >>

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0