დარიალის ხეობაში გზიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო მანქანა გადავარდა

© photo: Sputnik / Eduard Pesov / გადასვლა მედიაბანკშიდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა და ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ავტომობილი თხევადი აირით დატვირთული არ ყოფილა.

„ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0