თბილისში, ყაზბეგის გამზირზე შუახნის მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუახნის მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის,  სავარაუდოდ, ბლ​აგვი საგნითაა მოკლული.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუზუსტდა

შუახნის მამაკაცის ცხედარი გუშინ საღამოს, ე.წ. შანხაის უბანში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბლ​აგვი საგნითაა მოკლული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მომხდარზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები  მუშაობდნენ.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0