ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასულიერო პირს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს დავით აქიაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ბრალი წარედგინა

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, ასევე გადამალა იარაღი და მანქანა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

დაკავებული ბრალს არ აღარებს. წინასასამართლო სხდომა 22 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ მამა დავით აქიაშვილი, ერისკაცობაში კობა კობაიძე, მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) შვილობილია, ამის შესახებ ინფორმაცია ნტელეკომპანია „იმედმა“ გავრცელა.

ყველა ახალი ამბავი
0