სეისმოგრაფი

საქართველო–თურქეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

76
(განახლებულია 21:49 29.04.2020)
მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ტერიტორიაზე თბილისის დროით 17:18 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვართან 4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში თბილისის დროით 17:18 საათზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

76
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1545)
ნიკა გვარამია

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

85
ტელეკომპანიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს არაგვში 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

„მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან აქტიურად აშუქებდნენ ამ თემას და აჩვენებდნენ ახალ-ახალ კადრებს, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის მიზეზი.

„წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მას უსვამდნენ კითხვებს იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ეთერში დაასახელა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის, მისი ორგანიზებისა და ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ.

ამჟამად გამოძიებამ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზები, რათა გაირკვეს ექსპერტიზის მიერ უკვე დადგენილი დაზიანებების წარმომავლობა და საქმის სხვა გარემოებები. ექსპერტებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა მოხდა მანამდე.

85
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
ციხის საკანი

ბაბუისა და მამის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

50
(განახლებულია 19:47 11.07.2020)
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც ოჯახის წევრების სასტიკი მკვლელობა ედება ბრალად, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოკინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

ოკინაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი 9 ივლისს გახდა. გამოძიების მონაცემებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა 28 წლის მამაკაცმა 7 ივლისს სოფელ მუხრანში თავის სახლში ბაბუა და მამა ცივი იარაღით მოკლა.  

სასამართლო სხდომაზე ოკინაშვილის ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა.

თავად ოკინაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.

მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე წინა სასამართლო პროცესი პირველ სექტემბერს ჩაინიშნა.

 

 

50
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ეთერ თუთბერიძე

თუთბერიძე საუკეთესოა! ქართველი სპეციალისტი მსოფლიოში უძლიერეს მწვრთნელად აღიარეს

0
რუსეთში მოღვაწე ქართველმა სპეციალისტმა გაუსწრო ბევრ მწვრთნელს, რომლებმაც სახელოვანი სპორტსმენები აღზარდეს

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე მსოფლიოში უძლიერეს მწვრთნელად აღიარა, იუწყება РИА Новости.

ოთხმაგი სალხოვი: თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ ურთულესი ნახტომი შეასრულა >>

ქართველმა Skating Awards-ს პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. დაჯილდოების პირველი ცერემონია ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.

კოსტორნაიამ თავის ვიდეომიმართვაში თუთბერიძეს თავისი საქმის მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი უწოდა.

„ეთერი თუთბერიძე ძალიან მომთხოვნია, ის გვეხმარება მივაღწიოთ მაღალ შედეგებს შეჯიბრებებზე“, - აღნიშნა ანა შჩერბაკოვამ.

0
თემები:
სპორტის ამბები