სახანძრო მანქანა

ხანძარი თბილისში: დაღუპულია ხანდაზმული მამაკაცი

118
ხანძარი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა, შედეგად, დაიწვა 30 კვადრატული მეტრი ფართი

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, აბაშიძის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაიღუპა ხანშიშესული მამაკაცი, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. დაიწვა 30 კვ. მ ფართობი.

ადგილზე სახანძრო სამსახურის ოთხი ბრიგადა იყო მობილიზებული, მაგრამ სახლში მყოფი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ. შსს-მ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით.

118
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1359)