უბედური შემთხვევა მესტიაში - დაღუპულია 13 წლის მოზარდი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არასრულწლოვანი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში 13 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრვი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა ლატალის თემში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს იარაღი თავად გაუვარდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. დაჭრილი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გამოძიება დაწყებულია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.

ყველა ახალი ამბავი
0