ხანძარი ისანში: დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ისნის რაიონში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევა წალენჯიხის ქუჩაზე მოხდა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0