მომხმარებელი კლავიატურასთან

საქართველოში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობდა - Magtiсom-ს პრობლემები შეექმნა

118
სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ Magticom-ი შეფერხებით მუშაობს - ინტერნეტს ხელმისაწვდომობის პრობლემები ჰქონდა

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორ Magtiсom-ის აბონენტები ერთი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ზარის განხორციელებას და შეტყობინებების გაგზავნას, აგრეთვე ინტერნეტი მიუწვდომელი იყო.

მომხმარებლები ვერ შედიოდნენ Magti-ს ვებგვერდზეც, რომელიც ასევე შეფერხებებით მუშაობს. კომპანიის ოპერატორებთან დაკავშირებაც შეუძლებელი იყო.

როგორც მედია იუწყება, კომპანიის ინტერნეტ-პროვაიდერ „კავკასუს ონლაინს“ საბითუმო გაყიდვების პრობლემები შეექმნა. „მაგთიკომმა“ ადრე შეიძინა „კავკასუს ონლაინისგან“ საოპერაციო აქტივები, რომლებიც საცალო და კორპორატიული მომსახურებისთვის არის საჭირო.

118
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (23)