თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევთა დაკავება

საქართველოს ხუთ რეგიონში პოლიციამ იძულებით კარანტინში 10 პირი გადაიყვანა

82
ამ დროისათვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიცია მკაცრი ზომების გატარებას აგრძელებს - თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე გასულ დღე-ღამეში 10 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე.

გუშინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს ორკვირიანი თვითიზოლაციის პირობებში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევა. აღნიშნული რეჟიმის შესრულებას შსს აკონტროლებს.

„ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, 21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შსს აგრძელებს მკაცრ კონტროლს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

„საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირებას კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

აბასთუმანში ექიმები ყველაზე პატარა პაციენტს ორი ჯუჯის სახით გამოეცხადდნენ - ემოციური ვიდეო >>

იმერეთის ოთხ საკარანტინე ზონაში ამ დროისთვის 425 მოქალაქეა მოთავსებული. მათგან საჩხერეში 42 მოქალაქეა, საირმეში 189, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 103 და „წყალტუბო პლაზაში“ 91. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ საირმის საკარანტინე ზონიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია სამი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2956, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 291 ადამიანია.

82
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)