ციხე

ვანის იზოლატორში 30 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

106
(განახლებულია 14:16 22.03.2020)
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ვანში 18 მარტს ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულმა 30 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ქალაქ ვანში სუპერმარკეტ „მაგნიტის“ მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა და ფულადი თანხა გაიტაცა.

„სამართალდამცველებმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, შემდგომი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა.

106
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1359)