კორონავირუსი და პოლიცია: კარანტინში თვითიზოლაციის წესის დამრღვევი 14 პირი გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ამ დროისათვის საკარანტინო ზონებში იძულების წესით 141 ადამიანია გადაყვანილი.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევს პოლიცია აკავებს - Sputnik საქართველო
თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში 28 პირი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომელსაც უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახორციელებს.

ყველა მოქალაქე, რომელმაც თბილისის, იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ამ დროისათვის საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 141 ადამიანია გადაყვანილი.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი, კარანტინში იმყოფება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 271 პაციენტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0