სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული სოციალურად დაუცველ პირს გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 4,5 ათასი დოლარი მოსთხოვა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავება - Sputnik საქართველო
თაღლითობის ფაქტი შიდა ქართლში – დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და დაარწმუნა, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის მიღებაში.

ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4,5 ათასი აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3,9 ათასი დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0