თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 22 ადამიანი გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERთვითიზოლაციაში მყოფი პირების წესებს არღვევენ
თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესებს არღვევენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 22 ადამიანი გადაიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირი - Sputnik საქართველო
საკარანტინო წესების დარღვევაზე დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება

თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები 16 მარტს ერთობლივი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომელსაც უწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახორციელებს.

ყველა მოქალაქე, რომელმაც თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი.

ამ დროისათვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ შემოღებულ რეგულაციებს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინში 1008 ადამიანია, სტაციონარებში 64 პაციენტია მოთავსებული.

ყველა ახალი ამბავი
0