პოლიციამ სამეგრელოში საფრანგეთიდან ჩამოსული მამაკაცი კარანტინში იძულებით გადაიყვანა

© Sputnik / STRINGERთვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევთა დაკავება
თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევთა დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა რამდენჯერმე დაარღვია თვითიზოლაციის წესი, რის გამოც, მეზობლებმა  სამართალდამცველები და ექიმები გამოიძახეს.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკაცი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო სამართალდამცველებმა საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლი პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის პირადი დიზაინერი კარანტინში გადაიყვანეს

მამაკაცი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, საფრანგეთში იმყოფებოდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ახალგაზრდამ რამდენჯერმე დაარღვია თვითიზოლაციის წესი, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველები და ექიმები გამოიძახეს.

ის კარანტინს მახინჯაურში გაივლის.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

16 მარტს პოლიციამ საქართველოს მასშტაბით თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის 13 ახალი შემთხვევა გამოავლინა.

COVID 19 საქართველოში: იძულებით კარანტინში კიდევ შვიდი პირი გადაიყვანეს >>

16 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო კარანტინში 1008 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პაციენტი რჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0