ციხის დასაცავი პერიმეტრი

18 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად - თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

202
უკვე გასამართლებული დამნაშავეები დღემდე მიმალული არიან - აღსრულდება თუ არა სასამართლოს განაჩენი, პოლიციაზეა დამოკიდებული

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებმაც 2018 წლის ოქტომბერში გაძარცვეს და სასტიკად აწამეს მსხვერპლი.

დამნაშავეებს ბრალი ედებათ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში, ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

2018 წლის 10 ოქტომბერს მძარცველები, ფულისა და ძვირფასეულობის გამოძალვის მიზნით, შეიჭრნენ მოქალაქის სახლში, სცემეს და გაკოჭეს მსხვერპლი.

დამნაშავეებმა სახლიდან 6 632 ლარი, 300 დოლარის ღირებულების კაზინოს სათამაშო კოჭები, მობილური ტელეფონი IPhone 6, ნოუთბუქი Asus, ათას დოლარზე მეტი ღირებულების საათი გაიტანეს და მიიმალნენ.

დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხერხდა, მაგრამ დაჭერა - ვერა. ხუთი დღის შემდეგ მათ დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ერთბაშად რამდენიმე - მე-19, 109-ე, 179-ე და 143-ე - მუხლით.

პოლიცია დამნაშავეების ძებნას განაგრძობს.

202
თემები:
კრიმინალი საქართველოში (859)