პოლიციამ 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკი გაანადგურა

გამოწერა
სამართალდამცველებმა ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 6,5 მილიონი ლარია, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნარკოტიკები - Sputnik საქართველო
თბილისში უკრაინის მოქალაქეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291,34 კილოგრამი „კანაფი", 18,364 კილოგრამი „მარიხუანა", 290 გრამი „ჰეროინი", 981 აბი „სუბუტექსი", 630 აბი „კოდეინი", 448 აბი და 5,46 გრამი „მდმა", 262 კაფსულა და 25 გრამი „პრეგაბალინი", 218 აბი და 16 გრამი „ტრამადოლი", 133 აბი „ამფეტამინი", 5 ამპულა „მორფინის ჰიდროქლორიდი", 53 გრამი „მეტადონი", 4,5 გრამი „მორფინი" და 36 გრამი კანაფის ფისი.

ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0