სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის  დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყებს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს  ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრხველებთან ერთად, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 1998 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3 460 კვ.მ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.

ამ დროისთვის  დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. 
 

ყველა ახალი ამბავი
0