ბორჯომის მერს ლევან ლიპარტიას პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მისი თქმით, ლიპარტია მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ლევან ლიპარტიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე და ერთი მოქალაქე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გოგიცაიშვილსაც ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

საქმის მასალების მიხედვით,  ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 ათასი ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 ათასი ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ,  ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8 ათასი ლარი გამოართვა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა დაკავებული პირებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და ამის მიზეზად მიმალვა, მტკიცებულებათა განადგურება და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება დაასახელა.

 

ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. მისი თქმით, ლიპარტია მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ფული გადასცა პიროვნებამ, პატარა ტკბილეული, ნუგა კანფეტები, თუ რამე სხვა საგანი, არ არის დადასტურებული. ჩვენ უნდა ვერწმუნოთ ვინმე მეტრეველს, რომელიც რამდენად მიუკერძოებელია, არ ვიცით. სახელმწიფო ბრალდებას ერთი მტკიცებულებაც არ აქვს მოპოვებული, იქნებ პირადი ინტერესი ან შურისძიება ამოძრავებს?“, - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

სუსის შენობა - Sputnik საქართველო
ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება: სუსი განცხადებას ავრცელებს

სიტყვით მიმართა სასამართლოს თავად ლევან ლიპარტიამაც.

„მყავს ორსული მეუღლე. მზად ვარ, ყველანაირი შეზღუდვისთვის, ვიჯდები სახლში, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. 39 წელია, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია“, - განაცხადა ბრალდებულმა.

საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ულუმბეგაშვილის ადვოკატმა აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე ორი ჩინოვნიკი დააკავეს >>

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აპრილს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0