მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. მთაწმინდის პარკთან ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, იუწყება პირველი არხი.

ხანძარი დაახლოებით 150–300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ცეცხლი „ეშმაკის ბორბლის" ქვემოთ, ფერდობზე ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა.

მთაწმინდაზე ხანძრის ორი კერაა>>

ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც დაახლოებით 50 მეხანძრე–მაშველი და ხუთი ავტოცისტერნაა ჩართული.

ტელეარხის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0