ბორჯომი

მასმედია: დააკავეს ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე

148
(განახლებულია 21:09 28.02.2020)
მასმედიის ვერსიით, მაღალჩინოსნების დაკავება კორუფციას უკავშირდება, მაგრამ  სუს–ში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს–ი) თანამშრომლებმა ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, მაღალჩინოსნების დაკავება კორუფციას უკავშირდება.

მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს - ვიდეო>>

ამჟამად დაკავების სხვა დეტალები უცნობია. სუს–ში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

148
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2128)
ხელბორკილი

13 წლის გოგონას გაუპატიურების საქმე: პროკურატურამ ბრალი მოზარდის დედას წარუდგინა

133
(განახლებულია 21:28 14.04.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე არასრულწოვანი გოგონას დედას ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

2021 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. საქმეზე პოლიციამ 50 წლის მამაკაცი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანზე სისტემატურად ძალადობდა, შედეგად გოგონა დაორსულდა და ბავშვი გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედისთვის ცნობილი გახდა მამაკაცის მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, მაგრამ მან ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინა.

დაზარალებულის დედას ბრალი სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), რაც სასჯელის სახედ სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმე ამ დროისათვის ძიების სტადიაშია. თავად მოძალადეს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

133
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სახანძრო

სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა

32
(განახლებულია 21:17 14.04.2021)
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო–სამაშველო ბრიგადებს, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ნიკა ლატარია

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2128)
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
(განახლებულია 11:36 15.04.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.030-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 292.244 -ს მიაღწია.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.030 შემთხვევიდან ყველაზე მეტი –  538 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო - ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, კახეთი - 42, შიდა ქართლი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 25, გურია - 24, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 706 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 279 389-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 7 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.908-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 8.921 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  2.616 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 1.294, აჭარაში - 400, იმერეთში - 359.

446 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 76  პირი, მათგან  თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  394  ადამიანი, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში.  5.911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება  14.639 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7.437 პირი, აჭარაში - 2.475, იმერეთში - 1.024.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.030-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 292.244 -ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები