ყალბი სახელფასო ცნობებით კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, აჭარაში დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულოებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ სახელფასო ცნობები, რომლებიც სხვადასხვა პირებმა საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0