სამი წლის გოგონა, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა, ბორჯომიდან თბილისში მიჰყავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ Geo Hospitals-ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სამი წლის ბავშვი, რომელიც ბორჯომის ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა, იაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოში გადმოჰყავთ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კლინიკა Geo Hospitals-ში.

ახალშობილი - Sputnik საქართველო
თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი ბიჭუნა იპოვეს

შემთხვევა ბორჯომში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ქუვეითის მოქალაქეა. იგი მშობლებთან ერთად ბორჯომში ისვენებდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ Geo Hospitals-ის ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. აღმოჩნდა მოტეხილობა, ამ წუთებში ვამზადებთ თბილისში გადასაყვანად, სადაც მკურნალობას პედიატრიულ კლინიკაში გააგრძელებს", – განაცხადა სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0