მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შოკისმომგვრელი ამბავი: პენსიონერი ქალი უკრაინაში გარდაცვალებიდან 10 საათში გაცოცხლდა

© Photo: carolynabooth / Pixabayდაკრძალვა
დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალის ნათესავებმა შეუკვეთეს წესის აგება, ქელეხი და საფლავი გათხარეს, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი გააუქმეს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში ვინიცის ოლქის მცხოვრები ქალი 10 საათიდან მას შემდეგ, რაც ექიმებმა მისი გარდაცვალება დააფიქსირეს, გონზე მოვიდა, იუწყება РИА Новости ახალი ამბების სატელევიზიო სამსახურზე (ТСН) დაყრდნობით.

„მიცვალებული ადგა!“ - დაკრძალვაზე შოკისმომგვრელი ამბავი მოხდა >>

ნათესავების თქმით, 83 წლის ქსენია დიდუხი შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა დააფიქსირეს პულსის არარსებობა და „სწორი ხაზი კარდიოგრამაზე“.

„ქალის ნათესავები უკვე მოემზადნენ დაკრძალვისთვის, შეუკვეთეს წესის აგება, ქელეხი და საფლავი გათხარეს. და უცებ მიცვალებული გაცოცხლდა“, - ნათქვამია ტელეარხის სიუჟეტში.

ამჟამად პენსიონერი ქალი გონზეა, ესაუბრება ექიმებს და ჟურნალისტებს. ამასთან ერთად მედიკოსებს მსგავსი „აღდგომის“ ახსნა არ შეუძლიათ.

„ჩვენ, ალბათ, ჩვენ კიდევ ვერ შევისწავლეთ ადამიანის ყველა რეზერვი... მე 20 წელია ექიმ-თერაპევტი ვარ, და მსგავსი შემთხვევა არ მქონია“, - განაცხადა ვინიცის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ტატიანა კატილოვამ.

ახლა ნათესავებმა საფლავი ისევ ამოავსეს მიწით, ადგილობრივი მღვდელი კი მომხდარ მოვლენას ნამდვილ სასწაულს უწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0