დამნაშავის დაკავება

ბათუმში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

115
(განახლებულია 18:50 21.02.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა  ყელის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცს ჭრილობა  ყელის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ფაქტზე უკვე დააკავა თურქეთის მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე საათის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

115
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1350)
მაშველები

ორდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

53
მაშველებმა მტკვარში სამძებრო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყეს. სამძებრო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.

მტკვარში მამაკაცს ეძებენ>>

მამაკაცს მდინარეში 2 აგვისტოდან ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, გალაკტიონის ხიდიდან გადახტა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი და სამი მყვინთავი, ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.

53
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თუშეთი

თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

33
ავტომობილს ადგილობრივი შუახნის მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა გერმანელი ტურისტიც, რომლის გადარჩენაც მოხერხდა.

 

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილი ქვემო ალვანში მცხოვრები შუახნის მამაკაცია, ხოლო მგზავრი გერმანელი ტურისტი, რომელმაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიიღო. ამ დროისთვის დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.

33
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ჩინკვე-ტერე, იტალია

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 5 აგვისტო

0
(განახლებულია 17:21 04.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 5 აგვისტოა, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

მთვარე კირჩხიბში განგვაწყობს ახლობლებზე ზრუნვის ან სახლში მყუდრო გარემოს შექმნისთვის. საქმიანობის დროს მნიშვნელოვანია ემოციური განწყობა, ურთიერთობებში – თანაგრძნობა, ზრუნვა. კარგი დღეა ახლობლების წრეში დროის გატარებისთვის. მოსალოდნელია სხვადასხვა ამოცანის შეთავსება და ამიტო ყურადღებით ყოფნაა საჭირო დეტალებისადმი.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო>>

ვერძი: ყურადღება უნდა მიაქციოთ საცხოვრებელს ან ოფისს, სამსახურებრივ ან სახლის მოვალეობებს, ოჯახურ ბიზნესს. კარგი იქნება, თუ დღეს მინი–დასუფთავებით და საოჯახო საქმეებით დაიწყებთ. კარგი დღეა სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისთვის, ყოფითი საკითხების მოგვარების, კულინარიული და სამკურნალო ექსპრომტებისთვის. თუ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდებით, იფრთხილეთ – არის გაღიზიანებისა და ხარვეზების რისკი.

კურო: დღის დაწყება რამე მცირე ორიგინალური ჩანაფიქრიდან სჯობს – იმის ალბათობა, რომ ყველაფერი გამოგივათ, ძალიან მაღალია. გაქვთ შანსი, რომ მიიღოთ როგორც პრაქტიკული, ისე ესთეტიკური კმაყოფილება. შემოქმედებითი საქმიანობა მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობასაც და შეძლებთ ოჯახის, ნათესავების, ახლობლების დახმარებას.

ტყუპი: დღეს არ უნდა დაივიწყოთ სახლისთვის სასარგებლო ნივთების, წვრილმანების შეძენა, რომლებიც ჩვეულებრივზე ხშირად შეგხვდებათ, მათ შორის, თუ სადმე ხართ მივლინებით ან დასასვენებლად წასული. ამასთან, დიდია ცდუნება, რომ რამე ნუგბარით არ გაინებივროთ თავი, გიჭირთ სხვადასხვა სიამოვნებაზე საკუთარი თავისთვის უარის თქმა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, არ დაივიწყოთ ზომიერების გრძნობა, სხვა შემთხვევაში, ეს თავს გაგახსენებთ დაცარიელებული საფულისა და ზედმეტი კილოგრამების სახით.

კირჩხიბი: დღეს თქვენთვის იღბლიანი ვითარებები შეიქმნება, მაგრამ ყველა ერთმნიშვნელოვანი და კომფორტული არ იქნება. ხანდახან ვარსკვლავები იხუმრებენ, ხოლო თქვენ ძალზე მგრძნობიარენი ხართ და ამაზე მწვავე რეაგირება გექნებათ. გამოსავალი არის – დააფასეთ და ხელიდან არ გაუშვათ მოვლენებისგან სარგებელი, ხოლო ხუმრობებს იუმორით უპასუხეთ. არ შეუშინდეთ ცრუ ჩიხებს, კომპრომისებს, არჩევანს – დღეს ნებისმიერი თავსატეხის გადაჭრის შანსი გაქვთ.

ლომი: დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, დაისვენოთ ინტენსიური ურთიერთობებისგან და საჯარო აქტოირობისგან. არაა საჭირო, რომ იზარმაცოთ და არაფერი გააკეთოთ, მაგრამ ფსიქოლოგიური „გადატვირთვა“ ნამდვილად არ გაწყენთ. სწორედ რომ შესაფერისი მომენტია, შეისვენოთ გზაში, თვითონ აირჩიოთ, სად გირჩევნიათ ყოფნა – სახლში, აგარაკზე თუ ოფისში (რომელსაც მშობლიურ ადგილად მიიჩნევთ). კარგი დღეა სახლის საქმეების გასაკეთებლად და აუცილებელი წვრილმანების შესაძენად.

ქალწული: ეს დღე გაგახარებთ, თუ არ გიყვართ ოფიციოზი, გენატრებათ თავისუფლება, სულიერება, თავგადასავალი. კარგი დროა პიკნიკის, პაემნისთვის. თუ დასვენებას ვერ მოახერხებთ და საქმეები გაქვთ, სჯობს, რამე არასტანდარტული ხერხი მოძებნოთ მუშაობისას, შემოქმედებითად მოეკიდოთ საქმეს. თუ რამე უჩვეულო ამოცანა გექნებათ გადასაწყვეტი, ამაში მეგობრები და ნათესავები დაგეხმარებიან.

სასწორი: დღეს გამოგადგებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა რეალიზმი, დისციპლინა და მიზანსწრაფულობა. სწორედ ისინი დაგეხმარებათ, რომ გამოიყენოთ არსებული რესურსები და არ ჩაერთოთ ენერგოაზარტულ თამაშებში, რომელთა ძალაც ახლა არ შეგწევთ. მგრძნობიარე სასწორები ასე შეძლებთ ზედმეტი სიურპრიზებისა და ემოციური სტრესების თავიდან აცილებას არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში.

მორიელი: ვარსკვლავები დღეს ნებისმიერ წინააღმდეგობას შეამსუბუქებენ და თქვენს გზას სასიამოვნოდ აქცევენ. შესაძლებელია ყოფითი, ფინანსური ან მორალური შეღავათები. დაბრკოლებები მოჩვენებითი აღმოჩნდება და საბოლოოდ, ვითარებას ერთგვარ შარმს შესძენს. კარგი დღეა რომანტიკის, შემოქმედებითი საქმიანობის, თანამშრომლობისთვის და ა.შ.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი წარმატებები თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული – პოზიტიური ემოციები ნებისმიერ საქმე გაგიადვილებთ, ასევე იმოქმედებს ფიზიკურ მდგომარეობაზე, მიმდინარე მატერიალურ მდგომარეობაზე და სხვ. თუ თქვენი განწყობა პოზიტიური არ იქნება, შეიძლება გახდეთ ძალზე მგრძნობიარე წვრიულმანების მიმართაც კი და კარგად ნაცნობ „თამაშშიც“ წააგოთ.

თხის რქა: ეს დღე დაგეხმარებათ ურთიერთობების ჰარმონიზაციის, ნდობისა და მეგობრობის გამტკიცებაში, პარტნიორობის მოგვარებაში. ამისთვის აჯობებს, თუ თქვენს მოსაზრებებს არავის მოახვევთ თავს, არამედ დაელოდებით სხვის ყურადღებას და ყველაფერზე სწორი რეაგირება გექნებათ. თუ იქნებით დიპლომატიური და მზად, რომ სიტუაციას მოერგოთ, შეძლებთ ბევრი რამის მიღწევას.

მერწყული: დღეს სამსახურებრივი რუტინის, საოჯახო საქმეების ან მკურნალობის დროა. ასევე შეიძლება მცირე რემონტის გაკეთება, მეურნეობის ან წარმოების მოდერნიზაცია. ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური ან ყოფითი დახმარებით, არამედ სულიერი მხარდაჭერითაც. სასურველია თანაგრძნობა გამოუცხადოთ გარშემომყოფებს თუნდაც „სასაცილო“ შემთხვევების დროს.

თევზები: შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ – უმეტეს შემთხვევებში ის სწორად გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ. იმედი გქონდეთ თქვენი ალღოსი არაერთმნიშვნელოვანი არჩევნის, გაუგებრობების დროს. ხელსაყრელი დღეა სიყვარულის, დასვენების, შემოქმედებისა და ურთიერთმომგებიანი პარტნიორობისთვის. ყურადღებით ყოფნა მოგიწევთ გარიგებების, ფინანსებთან დაკავშირებული სიტუაციების დროს.

0