ზუგდიდში ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები ლომბარდიდან ძვირადღირებული მობილური ტელეფონების წაღებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ ლომბარდის თანამშრომელმა არ მისცა.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის გაძარცვის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები ლომბარდიდან ძვირადღირებული მობილური ტელეფონების წაღებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ ლომბარდის თანამშრომელმა არ მისცა. გაქცევის მცდელობისას კი ერთ-ერთმა მათგანმა მანქანით ქალს ფეხზე გადაუარა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0