პოლიციის ლენტი

მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

79
(განახლებულია 14:30 18.02.2020)
ექიმების თქმით, მამაკაცს ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული  ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, დაჭრილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

„პაციენტს მსუბუქი ჭრილობა აქვს მარცხენა ბეჭის არეში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ახლა ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში იმყოფება“, - აცხადებს ორჟონია.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დეტალებს შსს არკვევს.

ნიკა ლატარია

79
თემები:
კრიმინალი საქართველოში (859)