სასწრაფო დახმარება

ჯიპი მიკროავტობუსს დაეჯახა: დაშავებულთა შორის ექვსი წლის ბავშვია

83
(განახლებულია 15:32 10.02.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა სოფელ ჩიბათში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ექვსი წლის გოგონაც, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

 

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1960)
პარლამენტის წინ. დაცვის თანამშრომელი

პარლამენტთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო: არიან დაკავებულები

55
აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში არაფერი დაურღვევიათ.

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებით და ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მათი თქმით გაყალბებული არჩევნების და ასევე ერთპარტიული პარლამენტის პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ არსებულ ჯებირებზე საბჭოური სიმბოლიკის და სხვა წარწერების გაკეთება სცადეს. პოლიციამ აქტივისტებს ხელი შეუშალა, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოხდა.

ადგილზე მყოფი ჟურნალისტების წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია ორი ადამიანი, კიდევ სამი ჭყლეტვის შედეგად დაშავდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ქმედებებს უკანონოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ფარგლებში მათ აქვთ უფლება გააკეთონ წარწერები დროებით ჯებირებზე.

55
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოში დაკავებული ძებნილის ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებენ

39
(განახლებულია 13:11 28.11.2020)
დამნაშავე ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას.

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა ლუქსემბურგში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სერიული და ორგანიზებული ქურდობების ჩადენა, ასევე ფულის გათეთრება და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 48 წლის ბრალდებული დ.კ. 2019 წლის განმავლობაში, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად, ლუქსემბურგის ტერიტორიაზე ძვირადღირებული ავტომანქანების ქურდობებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შემდგომში დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავალს სხვადასხვა გზით ათეთრებდა.

აღნიშნული დანაშაულებები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დ.კ.-ს თანამონაწილეების ნაწილი ლუქსემბურგში პატიმრობაშია, ხოლო იგი ამ დროის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლუქსემბურგის კომპეტენტურ ორგანოებს 40 დღიანი ვადა აქვთ, რათა საექსტრადიციო დოკუმენტები წარმოადგინონ. ამის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. სასამართლოს მიერ ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან თანამშრომლობის შედეგად, ინტერპოლითა და ევროპოლით ძებნილი დააკავეს, რომელიც ევროპის ყველაზე სერიოზულ ძებნილთა სიაშია.

 

39
თემები:
კრიმინალი საქართველოში
ბუნება

29 ნოემბერს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 12:06 27.11.2020)
გაეცანით 29 ნოემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი

23 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდი მშვილდოსნის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს დამოუკიდებელ ხასიათს ანიჭებს. არიან მრავალმხრივი ნიჭის პატრონები და უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე ადამიანები.

მნიშვნელოვანი წლებია: 36, 40.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ხმალა (გლადიოლუსი).

ეს ადამიანები არიან მშვიდი, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, არ ისწრაფვიან ლიდერის პოზიციების დასაკავებლად. გუნდში თანამოაზრეებთან ერთად დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლიათ.

29 ნოემბერს დაბადებულები

29 ნოემბერს დაბადებულებისთვის პირველ ადგილზე სურვილები დგას, ხოლო მეორეზე – ამბიციები. ამ პრინციპით ცხოვრობენ ისინი. თავისი პრინციპებითა და იდეალებით ეს ადამიანები არასდროს მიდიან კომპრომისზე. ამასთან, ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევას ახერხებენ. აქვთ უნიკალური უნარი, იმოქმედონ ვითარებიდან გამომდინარე. გამოირჩევიან სწრაფი რეაქციებით, სიმტკიცით, ადაპტირების უნარით.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

29 ნოემბერს დაბადებულები მეოცნებე და იდეალისტი არიან, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის, პრაქტიკული ამოცანები ვირტუოზულად გადაწყვიტონ. მრავალმხრივი პიროვნებები გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობენ. ამ დღეს დაბადებულები ნოვატორები არიან. მათი იდეები, შესაძლოა, გარშემომყოფებისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ისინი ხორციელდება და საზოგადოების მხრიდან მიღებულია.

29 ნოემბერს დაბადებულები ტიპური მშვილდოსნები – კეთილმოსურნე, კომუნიკაბელური, მგრძნობიარე არიან. ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლებისგან მშვენიერის სიყვარული განასხვავებთ. ამ ადამიანებს თავიანთი გარემოს დახვეწილი ნივთებით შემკობა უყვართ.

29 ნოემბერს დაბადებულები არასტაბილური პიროვნებები არიან, ახასიათებთ განწყობის ხშირი ცვლა, მაგრამ რაც უფრო კარგად ეწყობა მათი ცხოვრება, მით უფრო მშვიდად გრძნობენ თავს.

29 ნოემბერს დაბადებულებს ხელოვნება უყვართ და სწორედ ხელოვნების სიყვარული უბიძგებს მათ პროფესიის არჩევაში. ისინი, თუ თავად არ მოღვაწეობენ ხელოვნების რომელიმე სფეროში, გამოდიან შესანიშნავი, სამართლიანი კრიტიკოსები.

ამ დღეს დაბადებულებს ასევე იზიდავს მეცნიერება. პრიორიტეტულ სფეროებს შორისაა მათემატიკა, ფილოსოფია, ასევე პოულობენ თავს ლიტერატურაში. ზოგჯერ მათ მიერ არჩეულ პროფესიებს შორისაა საზოგადოებრივი, პოლიტიკური საქმიანობა.

ჯანმრთელობა

29 ნოემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის საშიშია სულიერი დაავადებები, მათ შორის ხშირად აქვთ დეპრესია. ამის თავიდან ასარიდებლად მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კმაყოფილი იყვნენ საკუთარი ცხოვრებით, ასევე, უნდა ახსოვდეთ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელს უწყობს ფიზიკური ჯანმრთელობა და გონებრივი აქტიურობა.

რჩევა:

თქვენთვის სამი უმთავრესი რჩევაა – არ ინერვიულოთ, არ გადაიღალოთ და არ ჩაებათ კონფლიქტებში – თუ ამას შეეცდებით, თქვენი ცხოვრება სასურველ კალაპოტში წარიმართება.

0