დაკავება

ბოლნისში 71 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს

183
(განახლებულია 10:52 02.02.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბოლნისში 57 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში თანასოფლელს, 71 წლის მამაკაცს ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ამავე სოფელში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ბოლნისში 70 წლის მამაკაცი მოკლეს >>

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

183
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1269)
საპატრულო პოლიცია

თელავში 27 წლის  მამაკაცმა ოჯახის სამი წევრი მოკლა

21
(განახლებულია 18:49 07.03.2021)
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. კახეთში საშინელი ტრაგედია მოხდა - თელავში, გოშაძის ქუჩაზე 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მშობლები და ბებია მოკლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) მიმდინარეობს.

 

21
პოლიცია შემთხვევის ადგილზე

ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

35
წინასწარი ინფორმაციით, სადრეღამისო სუპერმარკეტიდან წაღებულია თანხა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. ზუგდიდში გვიან ღამით კომენდანტის საათის დროს სადღეღამისო სუპერმარკეტი „ლიბრე“ დააყაჩაღეს, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია თანხა. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ნიკა ლატარია

35