მეწყერი

ქედაში მეწყრის ჩამოწოლის გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია

58
(განახლებულია 20:12 31.01.2020)
მეწყერი ცენტრალურ გზასთან გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. აჭარის რეგიონში, დაბა ქედაში, ცენტრალურ გზასთან მეწყერი ჩამოწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა დილის დაახლოებით სამ საათზე მოხდა. ცენტრალურ გზაზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.

დიდთოვლობამ გზებზე პრობლემები შექმნა>>

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.

58
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)
საპატრულო პოლიცია ბათუმში

შეხლა-შემოხლა პოლიციასთან: ბათუმში „ლავასოღლის“ მხარდამჭერები დააკავეს ვიდეო

65
(განახლებულია 21:24 05.06.2020)
ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის გარემოცვა მისი თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით ბათუმში პერმანენტულ აქციებს მართავს.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. აჭარაში ცნობილი კანონიერი ქურდის მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ მხარდამჭერთა აქციაზე ცხრა პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი-2“. 

აჭარის პროკურატურასთან უკვე მეხუთე დღეა იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც „ლავასოღლის“ თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა, სახელმწიფო დაწესებულებების რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ, იუსტიციის სახლთან კარვები გაშალეს და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. 17-მა პირმა  შიმშილობა დაიწყო, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. 

სამართალდამცველებმა აქციაზე ცხრა პირი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო  დააკავეს. მათ პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეკრებილებმა სარფის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მათ გონიო-სარფის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ბათუმში იუსტიციის სახლთან კი აქცია გაგრძელდა.

ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 

პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩაკის“ შეგროვებაში.

65
თემები:
საქართველოს რეგიონები
მსროლელის დაკავების ოპერაცია თბილისში

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა

133
(განახლებულია 20:32 05.06.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შვილებთან იჩხუბა და სანადირო თოფით იატაკს ესროლა, შემდეგ კი ფანჯარაში რამდენჯერმე გაისროლა.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ვარკეთილის რაიონში, შუამთის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. დაკავებულია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ ისროდა. 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოლაპარაკებების შედეგად პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი.

„მამაკაცს, რომელიც ჩაგვბარდა, ამჟამად უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ვარკეთილში სპეცოპერაცია, რომელიც 13:00 საათისთვის დაიწყო, დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა შვილებთან იჩხუბა და სანადირო თოფით იატაკს ესროლა, შემდეგ კი ფანჯარაში რამდენჯერმე გაისროლა. საბედნიეროდ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

133
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0