მგლები თუ ძაღლები: რამ დაგლიჯა კახეთში მსხვილფეხა პირუტყვი

CC0 / Pixabay / მგელი
მგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებული მეპატრონე არ გამორიცხავს, რომ მისი პირუტყვი შესაძლოა ქუჩის ძაღლებმაც დახოცეს, რადგან საძოვარზე მისულს ათამდე ძაღლი დახვდა, საქონელი კი დაგლეჯილი.

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მსხვილფეხა პირუტყვი სავარაუდოდ მგლებმა დაგლიჯეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მგელი ტყეში - Sputnik საქართველო
სამეგრელოში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს: ადგილობრივები განგაშს ტეხენ

მეპატრონე არ გამორიცხავს, რომ მისი პირუტყვი შესაძლოა ქუჩის ძაღლებმაც დახოცეს, რადგან საძოვარზე მისულს ათამდე ძაღლი დახვდა, საქონელი კი დაგლეჯილი.

დაზარალებულები შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.

„საღამო იყო, ასე 5 საათი. ახლოს რომ მივედი 10-მდე ძაღლი იყო. მგელი ვერ დავინახე, შეიძლება იყო კიდეც. საქონელი უკვე დაგლეჯილი იყო. გამომეკიდნენ ძაღლები, მეზობლები რომ არა, შემჭამდნენ. ვითხოვთ რეაგირებას, მოვიდნენ და გაარკვიონ რა იყო", - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ანზორ სოლოღაშვილი. მისი თქმით, ზარალი დაახლოებით 2 ათას ლარს მოიცავს.

რაც შეეხება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გურჯაანის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობენ და პრობლემის მოგვარებაზეც მუშაობენ.

მსგავსი შემთხვევა მოხდა რამდენიმე დღის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაშიც. იქ სავარაუდოდ ქუჩის ძაღლებმა ცხვრები და ქათმები დაგლიჯეს. ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ იმ ადგილას, სადაც დაგლეჯილი ცხვრები დახვდა, 10-15 ქუჩის ძაღლი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0