გინება და მუქარა: „ქართული ოცნების" დეპუტატი და მისი ოჯახი აგრესიის მსხვერპლი გახდა

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირი, რომელიც დეპუტატს და მის ოჯახს ემუქრებოდა, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი აღმოჩნდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი აგრესიის მსხვერპლი გახდა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში გუშინ მოხდა. ინციდენტის დროს ოხანაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

„რესტორანში სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიმყოფებოდი, რათა გვესადილა. ამ დროს ჩვენთვის საერთოდ უცნობმა ადამიანმა უცებ გინება და ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ლანძღვა დამიწყო, ჩემი ოჯახით და შვილებით მემუქრებოდა, ძალიან აგრესიულად იქცეოდა. ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. მთავარი, რაზეც ახლა ვფიქრობ, ბავშვებზე ზრუნვაა, რომლებმაც ძლიერი ემოცია განიცადეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა. 

სააპტრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საქართველოში გინება ძვირი დაგიჯდებათ - პარლამენტმა სანქციები გაამკაცრა

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ უკვე დააკავა პირი „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკავებული ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ახალი პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრია.

„ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები, თუ რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და გვექნება დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია. მინდა ვთქვა, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე „ოცნების“ წევრი და ამ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო. ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ყოფილ თანაპარტიელებს შორის ჩხუბის მიზეზი. გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს“, – განაცხადა ხაზარაძემ ბაკურიანში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.

რაც შეეხება დეპუტატის მისამართით მუქარებს, შსს-მ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0