მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს პირველ კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე სკოლის დაცვამ გამოიძახა, სამი საათის განმავლობაში კითხავდა მოზარდს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი მოზარდი არცერთხელ არ დაკითხულა მშობლების გარეშე, განუცხადეს Новости-Грузия-ს შსს-ის პრესსამსახურში.  

შეგახსენებთ: თბილისში 15 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა და გადარჩა. როგორც ირკვევა, მოზარდმა, სუიციდის მცდელობამდე, ღამით ფარულად შეაღწია სკოლაში, სადაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში სწვალობდა და უცენზურო წარწერები დატოვა სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
თვითმკვლელობების სტატისტიკა საქართველოში: ომბუდსმენი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე სკოლის დაცვამ გამოიძახა, სამი საათის განმავლობაში კითხავდა მოზარდს. მშობლები ირწმუნებიან, რომ სამართალდამცველები მათ შვილს დანაშაულის აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. 

შსს-ში აღნიშნავენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვისი ქონების დაზიანება-განადგურების მუხლით დაიწყო. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, მოწმეებად დაიკითხნენ სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი და იგივე სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობლების თანდასწრებით, ასევე დაიკითხა მოზარდი, რომელიც „მწვანე სკოლის“ კედლებზე წარწერების დატოვებას უარყოფდა.

მეორე დღეს, მშობლის ინიციატივით, დამატებითი დაკითხვისთვის, მოზარდი კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მან უარი თქვა ჩვენების მიცემაზე და ორმოციოდე წუთში მშობელთან ერთად დატოვა განყოფილება.

11 დეკემბერს საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ამის თაობაზე გენინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელს ზეწოლაში დასდეს ბრალი. თავის მხრივ, გენერალურმა ინსპექციამ შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა, რომელმაც ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

ამ დროისათვის მოზარდი რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0