დაპირისპირება ვაკეში - დაჭრილია ორი ახალგაზრდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი მამაკაცი ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დღეს შუადღისას დააკავეს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი ახალგაზრდა დაჭრეს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, იუწყება ქართული მედია.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ბავშვების პორნოგრაფიის საქმე: პატიმრობაში უკვე 22 პირია

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა შუადღისას დააკავეს.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება წუხელ, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. ორი ახალგაზრდა დაჭრილია, მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0