ქურდობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს - 3 თვეში 24 ბინა...

გამოწერა
ნივთმტკიცებად ამოღებულია Range Rover-ის მარკის ავტომანქანა, ნაქურდალი ნივთები და კარის გასაღები ხელსაწყოები.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. ნივთმტკიცებად ამოღებულია Range Rover-ის მარკის ავტომანქანა, ნაქურდალი ნივთები და კარის გასაღები ხელსაწყოები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ.

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0