მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფლორიდაში, აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზაზე სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

© REUTERS / U.S. Navy photo by Patrick Nicholsსამხედრო ბაზა ფლორიდაში
სამხედრო ბაზა ფლორიდაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლქის შერიფის, დევიდ მორგანის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა ადამიანი, ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik.  აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების „პენსაკოლას“ ბაზაზე, ფლორიდას შტატში, სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია სამხედრო–საზღვაო ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა. 

ინციდენტი პარასკევს, დილით მოხდა: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე სროლის შესახებ, შემდეგ კი სამხედრო–საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ მსროლელი ლიკვიდირებული იყო.

აშშ-ის პოლიცია - Sputnik საქართველო
სროლა ბარში: აშშ-ში ოთხი ადამიანი დაიღუპა

„გაცნობებთ, რომ ინციდენტი მოხდა დღეს დილით ბაზაზე. ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, მსროლელი“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ამჟამად ბაზა კვლავ გარშემორტყმულია, უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო კრიმინალური საგამოძიებო სამსახური სროლის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.

სამხედრო–საზღვაო ძალებში აღნიშნეს, რომ მსროლელის მსხვერპლთა სახელები არ გამოქვეყნდება, ვიდრე დაღუპულების ნათესავებს „პენსაკოლაში“ მომხდარის თაობაზე არ აცნობებენ.

ოლქის შერიფის დევიდ მორგანის მონაცემებით, შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა ადამიანი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის ორი პოლიციელია. მათ ჭრილობები კიდურებში აქვთ მიყენებული.

ყველა ახალი ამბავი
0