იუსტიციის სამინისტრომ ძმები გლუშკოვების რუსეთში ექსტრადიცია დაადასტურა

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული ეჭვმიტანილი
დაკავებული ეჭვმიტანილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია ძმები გლუშკოვების რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე.

ვლადიმირ გლუშკოვი – ნიჟეგოროდსკის ოლქის ადგილობრივი მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი და ალექსანდრ გლუშკოვი – ქალაქ ბალახნის ზემსკის სათათბიროს ექს–დეპუტატი, საქართველოში გასული წლის აგვისტოში დააკავეს. ისინი რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლით იძებნებოდნენ. გლუშკოვებს ბრალად ედებათ ქალაქ ბალახნაში ავტოსადგურის რეკონსტრუქციის დროს თაღლითობა და ქრთამის აღება. საქართველოში დაპატიმრების შემდეგ ძმები 2019 წლის აპრილში, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, გირაოთი გაათავისუფლეს.

„ინტერპოლის წითელი ცირკულარით რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილი ვლადიმერ და ალექსანდრ გლუშკოვების ექსტრადიცია განხორციელდა ამა წლის 5 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 14 და 17 სექტემბრის ბრძანებების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, – განუცხადეს პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში.

როგორც ძმები გლუშკოვების ადვოკატმა ლალი აფციაურმა ტელეარხს განუცხადა, ექსტრადიცია საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ზემო ლარსიდან“ განხორციელდა.

რუსეთი საქართველოს ძმები გლუშკოვების გადაცემას სთხოვს

ძმები 2017 წლის დეკემბრიდან იყვნენ გაქცეული. 2018 წლის 30 მარტს მათ დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. რუსულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პერიოდი ისინი თურქეთში იმყოფებოდნენ, ხოლო შემდეგ საქართველოში გადმოვიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0