ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 500-ევროიანი კუპიურებია: სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიევრო
ევრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 10 ათასი ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0