პოლიციური ლენტი

რუსთავი-თბილისის გზაზე ცხვრებით სავსე სატვირთო ამოტრიალდა

101
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასამდე ცხვარია დახოცილი. აღნიშნული გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალასთან, სატვირთო მანქანა, რომელსაც რამდენიმე ასეული ცხვარი გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასამდე ცხვარია დახოცილი. მომხდარის გამო შეფერხებულია გზაზე ავტომობილების გადაადგილება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. 

აღნიშნული გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

101
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1646)
წვეთოვანი რეანიმაციაში

მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

96
(განახლებულია 20:33 13.08.2020)
იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა, იუწყება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც ბავშვი მძიმედ დაშავდა, მახინჯაურში 9 აგვისტოს მოხდა. ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. იმ დღეს ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი – ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი. დაშავდა კიდევ ოთხი პირი, ერთ-ერთი დღეს გარდაცვლილი ბავშვი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.

96
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1646)
პოლიცია

თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

183
(განახლებულია 19:29 13.08.2020)
შემთხვევა 12 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის ბიჭი გააუპატიურეს, იუწყება ტელეარხი Formula TV.

შემთხვევა 12 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა.

გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება, საქმის დეტალებს შსს არ ამჟღავნებს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიება გრძელდება.

183
თემები:
კრიმინალი საქართველოში
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0