პოლიციელი ხელბორკილებით

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი დააკავეს

128
(განახლებულია 14:55 05.12.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წინა დღეებში ის და მისი თანმხლები პირი გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ზუგდიდში გუშინ, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, 30 წლის გიგა ქავთარაძე დაკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გამოძიება სასულიერო პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. მას ბრალს დღეს წარუდგენენ. ბერი დანაშაულს აღიარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წინა დღეებში ის და მისი თანმხლები პირი გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. თუმცა, დანაშაულზე პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

128
თემები:
კრიმინალი საქართველოში (860)